ჩვენ შესახებ
ჩვენი ისტორია
„შატო სვანიძე“ მამა-პაპისეული მამულია - სვანიძეების ოჯახის საკუთრება, რომელიც კახეთის გულში,სიღნაღთან ახლოს მდებარეობს. შატოდან იშლება საოცარი ხედი- ის გადაჰყურებს კავკასიონის ულამაზეს მთებს. ღვინის კულტურა სვანიძეების ოჯახში მრავალი წლის წინ ჩამოყალიბდა და თავისი უნიკალურობით გამოირჩევა. უძველეს შატოში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ოჯახის მარანი, რომელიც 150 წლისაა, სადაც წინაპრები ოდითგანვე ამზადებდნენ გამორჩეულ ღვინოს, რომელიც იმ დროშიც კი განთქმული იყო თავისი ნაყოფითა და ბიოლოგიურად დამზადების წეს-ჩვეულებებით, რაც სწორედ სვანიძეების წინაპრების დამსახურებაა. სვანიძეების ოჯახი დღემდე თავდაუზოგავად შრომობს ხარისხისა და ენდემური გემოს შენარჩუნებისათვის. ჩვენი კოლექციის დაგემოვნების შემდეგ, თქვენ აუცილებლად აღმოაჩენს უნიკალური გემოების განუმეორებელ შერწყმას, რომელიც მხოლოდ შატო სვანიძის პრემიუმ კლასის ღვინოს ახასიათებს, რადგან ეს არის ღვინო,რომელიც მზადდება ორგანულად მოყვანილი ყურძნისგან და იწარმოება შეზღუდული რაოდენობით - ხარისხის და დეტალების დაცვით ყურძნის კრეფის და გადამუშავების პროცესში.