ავტორიზაცია

ან
დაგავიწყდათ პაროლი?

რეგისტრაცია

„შატო სვანიძის“ ღვინომ „PRODEXPO“-ზე გრან-პრი და ოქროს მედალი მოიპოვა

Feb 11, 2021

მოსკოვში საერთაშორისო გამოფენა–გაყიდვის „PRODEXPO“-ს ფარგლებში, ალკოჰოლური სასმელების XIX სადეგუსტაციო კონკურსი ჩატარდა, რომელშიც 100-მდე ქვეყნის ალკოჰოლური დარგის ლიდერი კომპანიები მონაწილეობდნენ.

 

კონკურსზე წარმოდგენილი იყო „შატო სვანიძის“ პროდუქცია. სადეგუსტაციო კონკურსზე „შატო სვანიძის“ ღვინომ „PRODEXPO“-ს ვარსკვლავი – გრან-პრი და ოქროს მედალი მოიპოვა.

„აღნიშნული გამარჯვება, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების სფეროში“ - განაცხადა „შატო სვენიძის“ დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ.

დღეისათვის "შატო სვანიძე" წელიწადში 6 ათას ბოთლამდე რქაწითელს, საფერავსა და მუკუზანს აწარმოებს. თუმცა როგორც გიორგი სვანიძე აცხადებს, მიღებული დაკვეთების ფონზე "შატო სვანიძე" 2017 წელს წარმოების 300%-ით ზრდას გეგმავს. ბიზნესმენი აცხადებს, რომ 2017 წელს 18-20 ათასი ბოთლი ღვინის ჩამოსხმას აპირებს, რადგანაც ლონდონიდან და რუსეთიდან გარკვეული შეკვეთები უკვე მიიღო. 

"შატო სვანიძის" პროდუქცია საქართველოში ძირითადად მაღალი კლასის რესტორნებში იყიდება და მასზე ადგილობრივ ბაზარზეც მზარდი მოთხოვნაა. 

მისივე თქმით უახლოეს პერიოდში კომპანია ბაზარზე რამდენიმე  ახალ ბრენდს გამოიტანს, ადგილობრივი ბაზრის გარდა საქესპორტო ბაზარზეც გაიტანს. 

 

 

https://ghn.ge/news/169328